ისრაელი ფუტვოლეის მსოფლიო ტურის გამარჯვებულია

20 ივნისი 2022, 11:08 1190 ნახვა

ისრაელის ნაკრები ბათუმში გამართული  ფუტვოლეის მსოფლიო ტურის გამარჯვებულია.

მამაკაცთა კატეგორიის  ფინალში ისრაელის ნაკრებმა ბრაზილია 2-0 დაამარცხა.

შერეულ წყვილებში კი ისრაელი 2-ის გუნდმა ისრაელი 1-ს 2-0 მოუგო.
საერთო ჯამში ბათუმურ ტურში ცხრა

ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა. აქდან  12 ვაჟების, 8 კი შერეულ წყვილების.

შეჯიბრებაში საქართველოს, თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ლიეტუას, გაერთიანებული საემიროების, ისრაელისა და ბრაზილიის ნაკრებები გუნდები გამოდიოდნენ.

ბათუმმა ფუტვოლეის მსოფლიო ტურს ზედიზედ მეორედ უმასპინძლა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში