სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს მიმართავს

21 ივნისი 2022, 12:12 527 ნახვა

„საქართველო მოწყვეტილი იყო ევროპას საბჭოთა ოკუპაციის 70 ხანგრძლივი წლის განმავლობაში. ამის მიუხედავად, მას არასდროს შეუწყვეტია ამ გზის ძიება, დემოკრატიისა და ევროპის გზაზე წინსვლა”- საქართველოს პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს მიმართავს და ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

პრეზიდენტმა საფრანგეთის, გერმანიის, ხორვატიის და პოლონეთის პრეზიდენტებს, ასევე ბელგიისა და დანიის პრემიერ - მინისტრებს მიმართა, ის ლიდერებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დახმარებას სთხოვს.

„ჩვენ ველით ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველო ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ჩვენი ხალხის ნებაა. მიუხედავად საბჭოთა ოკუპაციისა და ჩვენი დამოუკიდებლობიდან მოყოლებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ვიდეო მიმართვა ტვიტერზე გაავრცელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში