სემინარი მეზღვაურებისთვის

23 ივნისი 2022, 11:06 1766 ნახვა

საკრუინგო კომპანია ,,ოუშენ გოლდ’’- მა  მეზღვაურებისთვის ყოველწლიური სემინარი  გამართა.  

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა  ქართველი მეზღვაურების  დასაქმებასა და  მათ პროფესიულ ზრდაზე.  ''ოუშენ გოლდი'' არის ბერძნული კომპანია, რომელსაც საქართველოში მუშაობა 2012 წლიდან დაიწყო.  რომლის ფლოტის 45 % ქართველი მეზღვაურებითაა დაკომპლექტებული.  

მისი ძირითად საქმიანობას ტანკერების მართვა წარმოადგენს. კომპანიის სერვისები მოიცავს: გემების დაფრახტვას, კომერციულ და ტექნიკურ მართვას, საკრუინგო და საოპერაციო მომსახურებას. 

სემინარს, რომელიც მეზღვაურთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, 100- მდე მოქმედი მეზღვაური ესწრებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში