უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გავარგრძელებთ - სტოლტენბერგი

23 ივნისი 2022, 11:05 627 ნახვა

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, მოკავშირეებს იქამდე შეუძლიათ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება, სანამ ეს საჭირო იქნება. იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატოს მოკავშირეებს პოლიტიკური და მორალური ვალდებულება აქვთ, რომ უკრაინას საჭირო იარაღი მიაწოდონ. 

„ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინისთვის მძიმე, თანამედროვე იარაღის მიწოდებას. ნატოს მოკავშირეები ამას დიდი ხანია აკეთებენ და დარწმუნებული ვარ გააგრძელებენ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გრძელი გზისთვის!  ზუსტად ვერ გეტყვით რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი, მაგრამ ვეუბნები გადაწყვეტილების მიმღებებს ნატოს დედაქალაქებში, რომ პოლიტიკური და მორალური ვალდებულება გვაქვს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გავუწიოთ დახმარება უკრაინას“, - აცხადებს სტოლტენბერგი.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში