ცვლილება სამშენებლო კოდექსში მესამე მოსმენით მიღებულია

23 ივნისი 2022, 19:38 722 ნახვა

73 მომხრე, 7 წინააღმდეგი - სამშენებლო კოდექსში შესატან ცვლილებები  პარლამენტმა  მესამე მოსმენით დაამტკიცა. ის ბათუმში სამშენებლო რეგულაციებს ეხება. დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში მსჯელობების შემდეგ  ცვლილებები შევიდა, ექსპროპრიაციის ნაწილი კი ინიციატივის ავტორმა, ბათუმის მერიამ  გაითხოვა.  ახალი კანონის თანახმად, ავარიული სახლების დემონტაჟისა და მათ ნაცვლად ახალი მრავალბინიანი სახლების მშენებლობის შემთხვევაში, ასევე  მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტების  შესახებ ბათუმის მერი თავის მოსაზრებას   ჯერ მის მიერ  დაკომპლექტებულ სათათბირო საბჭოს წარუდგენს, საბოლოოდ კი საკითხს საკრებულო დაამტკიცებს. ინიციატივა ბათუმის მერმა წარადგინა პარლამენტში და მიუთითა, რომ მიზანი ქალაქში ავარიული სახლების პრობლემის მოგვარებაა. საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით საბოლოო ვარიანტი პირველთან შედარებით დახვეწილია. უმრავლესობის დეპუტატები  ამბობენ, რომ დოკუმენტის ახალ ვარიანტს აქვს საკმარისი შემზღუდავი და ჩამკეტი მექანიზმი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში