ტურნირი ფრენბურთში

24 ივნისი 2022, 14:11 841 ნახვა

დღეს ბათუმში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ბრძოლების მონაწილის თემურ ზაქარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დაიწყო ფრენბურთში,  ვეტერანთა შორის.

თემურ ზაქარაძე 2004-2015 წლებში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსად მუშაობდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის სახელობის მესამე ხარისხის ორდენით. ის ასევე იყო აჭარის ფრენბურთის გუნდ „ვეტერანების“ კაპიტანი.

ტურნირი 2016 წლიდან ტრადიციულად იმართება. წლევანდელ გათამაშებაში, რომელიც უკვე საერთაშორისოს სტატუსს ატარებს, თორმეტი გუნდი მონაწილეობს, მათ შორის უკრაინიდან, ბულგარეთიდან და ისრაელიდან.

შეჯიბრება თემურ ზაქარაძის ოჯახის ორგანიზებით, ბათუმის სპორტული ცენტრისა და აჭარის ვეტერანთა სამსახურის მხარდაჭერით ტარდება. ტურნირი 26 ივნისს დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი