''დინამო'' ბათუმი დღეს ''სიონს'' უმასპინძლებს

25 ივნისი 2022, 10:47 517 ნახვა

დღეს ''დინამო'' ბათუმი ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ბოლნისის ''სიონს'' უმასპინძლებს.

18 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდს 41 ქულა აქვს და გათამაშების ლიდერია,  ხოლო ''სიონი'' 20 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

გასულ ორ წრეში გუნდებმა ორი შეხვედრა ითამაშეს და ერთი ბათუმელებმა მოიგეს, ხოლო ერთიც ფრედ დასრულდა. 

მატჩი დღეს 25 ივნისს ბათუმში 20:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი