"მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ" - საკონსტიტუციომ საქმე წარმოებაში მიიღო

25 ივნისი 2022, 15:07 805 ნახვა

„საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ. “საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. მოსამართლეთა შემადგენლობა მიიჩნევს, რომ იმ საკითხის გასარკვევად, კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე უარის თქმა, საჭიროა უფლებამოსილებათა ფარგლების დადგენა.

სარჩელის თანახმად, მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობიდან და მისი წერილობითი უარიდან თვალნათლივ ჩანს, რომ პრეზიდენტი მოქმედებდა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მოტივით, რაც სცდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს, იჭრება მთავრობის უფლებამოსილებაში, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში