"დინამო" ბათუმმა "სიონი" 3-0 დაამარცხა

25 ივნისი 2022, 22:18 548 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურში "დინამო" ბათუმმა საკუთარ მოედანზე ბოლნისის "სიონი" მიიღო და 3-0 დაამარცხა.

პირველ ნახევარში მიუხედავად ბათუმელთა უპირატესობისა ფრედ 0:0 დასრულდა.

53-ე წუათზე კი ეფექტური დარტყმით ზურიკო დავითაშვილმა გახსნა ანგარიში.

მატჩის მიწურულს კი 84-ე და 85-ე წუთზე ფალამარიონ ჯოვინომ დუბული გაიფორმა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3-0 დააფიქსირა.

19 ჩატარებული მატჩის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდს 44 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება.

შემდეგ ტურში შავიზღვისპირელები ისევ საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტს თბილისის "დინამოს" მიიღებს.

მე-20 ტურის ეს დაპირისპირება 29 ივნისს 21:00 საათზე ბათუმში გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში