ქართველმა ჰალკმა ლარატი უშანსოდ დაამარცხა

26 ივნისი 2022, 09:34 871 ნახვა

ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა დუბაიში გამართულ King Of The Table 4-ზე კანადელი დევონ ლარატი უშანსოდ 6-0 დაამარცხა.

ლევანმა მეტოქე ყველა რაუნდში დაამარცხა და კანდელის 10 მოგებიანი სერია შეუწყვიტა.

ქართველი ჰალკი 4 წელია არ აგებს. ბოლოს საგინაშვილმა 2018 წელს დათმო ორთაბრძოლა.

მანამდე კიდევ ერთმა ქართველმა ირაკლი ზირაქაშვილმა იასპარეზა, რომელმაც ბრაზილიელი მარსიო ბარბოსა 4:0 დაამარცხა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში