ორი "დინამოს" დერბზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

26 ივნისი 2022, 15:00 1127 ნახვა

ეროვნული ლიგის მე-20 ტურში ორი "დინამოს" დერბი გაიმართება.

ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში საიტ: biletebi.ge -ზე უკვე დაწყებულია.
სტადიონის სალაროებში კი 27 ივნისიდან გაიყიდება.

ბილეთის ფასი 5 და 10 ლარია. "VIP" სექტორში კი 25 ლარს შეადგენს.

ეს "დინამო" ბათუმის და "დინამო" თბილისის მატჩი 29 ივნისს 21:00 საათზე ბათუმში გაიმართება. 

ბათუმელი ქომაგი ამ შეხვედრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლში" გააცილებს. 

19 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ გუნდს 44 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება, ხოლო გიორგი ჭიაბერაშვილის  "დინამოს" 6 ქულით ნაკრები და მეორე პოზიციაზეა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში