26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის სასამართლო

28 ივნისი 2022, 18:00 4639 ნახვა

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმის სასამართლოზე ბინის მეპატრონემ თქვა, რომ 2019 წელს ბინა გაქირავებისა ან მაღაზიის გაკეთების მიზნით შეიძინა, ინჟინერის მოყვანა კი ახლობელს მალხაზ გოჩაძეს სთხოვა, რომელმაც ასევე ურჩია შეეძინა გვერდით მდებარე საცხოვრებელი, რომლებიც გაერთიანდებოდა. ზაურ ბუდაგოვის თქმით, აჩვენეს პროექტი, რაც მოეწონა და მუშებს მუშაობა უნდა დაეწყოთ, რომლებიც ასევე, მალხაზ გოჩაძემ მოიყვანა. სამუშოების მიმდინარეობის დროს მისი თქმით, ბინაში მისულს დახვდა ნახევრად გამოღებული კედელი, მუშები კი როგორც ბუდაგოვი ამბობს, საჭმელად იყვნენ გასული, როგორც ეს მალხაზ გოჩაძემ უთხრა. ბინის მეპატრონის თქმით, ტრაგედიის დღეს მალხაზის ზარი დახვდა. მისივე მონათხრობით, დაურეკა და უთხრა, რომ მუშები კარებს ვერ ხსნიან. თავად 40 წუთში  მივიდა ადგილზე და სადარბაზო უკვე ჩამონგრეული იყო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში