საქართველომ სამხრეთ აფრიკა დიდი ანგარით დაამარცხა და იაპონიას დაუპირისპირდება

30 ივნისი 2022, 10:53 940 ნახვა

საქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 - მე-12 ადგილისთვის შეხვედრაში სამხრეთ აფრიკის ნაკრები დიდი ანგარიშით 20:7 დაამარცხა .

ქართველმა წყალბურთელებმა სადებიუტო მსოფლიოს პირველობაზე ამ გამარჯვებით 10 საუკეთესო ნაკრებში ადგილი უკვე გაინაღდეს.

სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი ბოლო მატჩს მე-9 ადგილისთვის იაპონიასთან ჩაატარებს. ეს დაპირისპირება 1 ივლისს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტანტი საქართველო მას მერე მოხვდა, რაც რუსეთის ნაკრები ტურნირიდან მოკვეთეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში