აქციის სამზადისი 

03 ივლისი 2022, 10:27 618 ნახვა

სამოქალაქო საზოგადოების მიერ მთავრობისთვის მიცემული ერთკვირიანი ვადა  ამოიწურა. დღეს პარლამენტთან 20 საათზე მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. 

აქციის გამართვის გადაწყვეტილება 24 ივნისს საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილმა აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს.

სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვდა, რისთვისაც ხელისუფლებას  ვადა სწორედ 3 ივლისამდე მისცეს.  

ამასთან, მოძრაობა „სირცხვილია“ აცხადებს, რომ დღეს ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დასარჩენად ემზადება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი