დარჩენილია 2000-მდე ბილეთი - ''დინამო'' VS ''სლოვანი''

05 ივლისი 2022, 10:02 1937 ნახვა

''დინამო'' ბათუმის და ბრატისლავის ''სლოვანის'' 13 ივლისის მატჩზე დასასწრები მხოლოდ 2000 მდე ბილეთი დარჩა.

გუშინ დღის 13:00 საათიდან არასრულ ერთ დღეში ბილეთების 90% -ზე მეტი გაიყიდა. ამ დროისთვის ორი კატეგორია 20 და 35 ლარიანი ბილეთები არის დარჩენილი.

ბილეთების შეძენა საიტ: biletebi.ge-ზე არის შესაძლებელი. ხვალ 6 ივლისს ''დინამო'' სლოვაკეთში ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ''სლოვანს'' ესტუმრება.

ერთი კვირის თავზე კი ბათუმში 13 ივლისს 21:00 საათზე საპასუხო შეხვედრა შედგება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი