რუსეთმა დნეპროპეტროვსკის მიმართულებით შვიდი რაკეტა გაისროლა

05 ივლისი 2022, 10:35 689 ნახვა

დნიპროსა და ხარკოვში დღეს დილით აფეთქებების ხმები ისმოდა. რუსეთმა დნეპროპეტროვსკის მიმართულებით შვიდი რაკეტა გაისროლა. შვიდი რაკეტიდან ექვსის ჩამოგდება უკრაინელებმა შეძლეს.

დნიპროში, სადაც აფეთქება მოხდა,  რაკეტის ფრაგმენტები ჩამოვარდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. 

კიდევ ერთი რაკეტა კრივოი როგსა და დნიპროს შორის მდებარე დასახლებაში ჩამოვარდა. დაზიანდა სახლები. არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

გუშინ ღამით და დღეს დილის საჰაერო შეტევის მანიშნებელი სიგნალი უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე იყო ჩართული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში