ბათუმის "დინამო" დღეს სლოვაკეთში გაემგზავრა, ფეხბურთელებს გამგზავრებამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა

05 ივლისი 2022, 19:08 2401 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმის“ მეტოქე ბრატისლავას საფეხბურთო კლუბი „სლოვანი“ იქნება.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი 6 ივლისს სლოვაკეთში, საქართველოს დროით 22:30 გაიმართება.

ბათუმის დინამო დღეს სლოვაკეთში გაემგზავრა. ბათუმის დინამოს ფეხბურთელებს გამგზავრებამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. 

ისტორიაში პირველად დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონია, შესაბამისად პირველად მიიღებს მონაწილეობას ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

ბათუმის საფეხბურთო არენას გარე პერიმეტრზე მდებარე მონიტორზე გულშემატკივრებს თამაშის პირდაპირ ეთერში ნახვა შეეძლებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში