რუსულ აგრესიას 346 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 645 - უკრაინის პროკურატურა

06 ივლისი 2022, 10:26 948 ნახვა

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული, დაშავდა 645-ზე მეტი - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე.

მათივე განცხადებით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკში -346, ხარკოვში -186 და კიევში -116 დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში