განათლების თემატური მოკვლევა

06 ივლისი 2022, 18:24 1443 ნახვა

ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლებისა და ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით,  განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მესამე რეგიონული გასვლა გამართა.  პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი  თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებთან ერთად ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ეწვია. პარლამენტის წევრები  ადგილზე გაეცნენ გამოწვევებს, რომელიც სკოლის წინაშე დგას. კომიტეტის წევრები ახალქალაქში N1 საბავშვო ბაღში,  ასევე შეხვდნენ ახალქალაქისა და ნინოწმინდის ბაგა-ბაღებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს.  შეხვედრაზე ბაგა-ბაღებსა და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.გასვლითი შეხვედრები ტარდება თემატური მოკვლევის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში