ბათუმის სამრეწველო ზონაში ხანძარია

07 ივლისი 2022, 10:42 6948 ნახვა

ბათუმის სამრეწველო ზონაში ხანძარია.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ღია სივრცეში პლასტმასის ნარჩენებს გაუჩნდა. 

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორის, ბესიკ ქორიძის თქმით, ცეცხლი ღია სივრცეში დასაწყობებულ მეორად ტომრებს გაუჩნდა, ზარალი კი დაახლოებით 60 ათასი ლარის ფარგლებშია.

საგანგებო სიტუაციებს მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილას მუშაობს მძიმე ტექნიკა, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი