საარჩევნო ბარიერის თემა - ულტიმატუმი თუ გამოსავალი დეპოლარიზაციისთვის?

07 ივლისი 2022, 19:26 1006 ნახვა

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კიდევ ერთი საკითხი შეიძლება იქცეს შეუთანხმებლობის მიზეზად. ეს საარჩევნო ბარიერია, რომელიც „ქართული ოცნების“ ვარაუდით 2%-იანი ბარიერით ჩატარდება, თუმცა სრულად პროპორციულით და მაჟორიტარული აღარ იქნება. უფრო კონკრეტულად ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ როცა დეკემბერში საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, არაუგვიანეს 1 თვეში პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება. პოლიტიკურ ვალდებულებას კი მმართველი გუნდი იღებს პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე. მანამდე კი არის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების ვალდებულება, რომელიც საზოგადოების წინაშე ხელისუფლებასა და ოპოზიციას თანაბრად აქვს, მთავარი კი აქ პოლარიზაციის შემცირებაა და სწორედ ამით ხსნიან ბარიერის დაწევას.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში