გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა სუმის ოლქზე 60-მდე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

13 ივლისი 2022, 10:07 406 ნახვა

უკრაინაში ომის 140-ე დღეა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა სუმის ოლქზე 60-მდე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.

რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს ქალაქი ხარკივი, დაშავებული 4 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. რუსულმა ჯარებმა ცეცხლი გახსნეს დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში. 4 სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ოდესის ოლქის მიმართულებით. უკრაინული ძალების მიერ თავდასხმის განეიტრალების შედეგად, 4-ივე რაკეტა ზღვაში ჩავარდა.

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში გასული დღის განმავლობაში ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, დაშავებულია კიდევ 8 სამოქალაქო პირი.

სლავიანსკის, დოვგენკოეს და დოლინის დასახლებების მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მტრის თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში