ირაკლი კობახიძე კარლ ჰარცელზე და ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე

20 ივლისი 2022, 17:30 736 ნახვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებიდან არავის უთქვამს, რომ ევროკავშირი საქართველოსგან „მეორე ფრონტს“ ელოდება. ქართული ოცნების ლიდერმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, მიუღებელია ხელისუფლებების ბრალდებები, თითქოს ევროკავშირი საქართველოსგან ე.წ. მეორე ფრონტს ელოდება. როგორც განმარტა, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი კანდიდატის სტატუსის მიღებით დაინტერესებული არ არის, მათ შორის არ ერთვება სამუშაო ჯგუფების ფორმატში. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტარებს გააცნობენ რეალურ ვითარებას, მათ შორის მტკიცებულებების დონეზე, თუ ვის შეიძლება მიესადაგოს ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის არა.სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომლითაც ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის საქართველოში მუშაობა შეაფასა. „ჩვენ ვერიდებოდით მასზე კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი, თუმცა დღეს როდესაც დაასრულა თავისი მისია თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს”, - აცხადებს კობახიძემ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში