AdjaraTV http://site.ajaratv.ge/rss Georgian <![CDATA[მომდევნო წლიდან სახელმწიფო სასწავლებლებში ვინც ჩააბარებს, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო, ეს ცვლილება ეტაპობრივად დაინერგება სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემაში - პრემიერი]]> ajaratv.ge/article/160611 https://www.adjaratv.ge/rss ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში   სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ეს ცვლილება ეტაპობრივად დაინერგება სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემაში.

„რაც შეეხება უმაღლესი განათლების რეფორმას და კონკრეტულად დაფინანსების საკითხს, ჩვენ გვქონდა შეკრება, განვიხილეთ ეს საკითხი მთავრობის ფორმატშიც და პოლიტიკური საბჭოს ფორმატშიც და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2026 წლის მიღებიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო. ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში   სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ეს ცვლილება ეტაპობრივად დაინერგება სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემაში“, – განაცხადა პრემიერმა.

]]>
Fri, 05 Dec 2025 14:24:41 +0400
<![CDATA[ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი - პრემიერი]]> ajaratv.ge/article/160610 https://www.adjaratv.ge/rss ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამის მონახაზზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას.

„მასშტაბური მშენებლობები მთელს ქვეყანაში მიმდინარეობს. სულ ახლახან, ქუთაისში, 850-ზე მეტმა ოჯახმა იზეიმა ახალმოსახლეობა. მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას. ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამის მონახაზზე, რომელიც დააჩქარებს განსახლების კუთხით შესაბამისი პროცესების წარმართვას. ჩვენი მიდგომა კომპლექსურია - ჩვენ არ ვაშენებთ უბრალოდ კედლებს. ჩვენ ვქმნით სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს სკვერებით, სტადიონებითა და ბავშვთა გასართობი მოედნებით, რათა თქვენ და თქვენმა შვილებმა ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში იცხოვროთ. ამასთან, ჩვენ არასდროს ვივიწყებთ მთავარს - ჩვენი ოცნება და მიზანია დავბრუნდეთ ჩვენს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, დავბრუნდეთ საკუთარ სახლებში. გილოცავთ ახალმოსახლეობას და გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენს ახალ სახლებში“, - განაცხადა პრემიერმა.

]]>
Fri, 05 Dec 2025 14:20:09 +0400
<![CDATA[ბათუმში, ამორტიზებული ავტომობილებისგან ტერიტორიის გაწმენდა იწყება - მუნიციპალური ინსპექცია]]> ajaratv.ge/article/160609 https://www.adjaratv.ge/rss ქალაქის იერსახის შენარჩუნებისა და საპარკინგე სივრცეების გამოთავისუფლების მიზნით, მიმდინარეობს ამორტიზებული ავტომობილებისგან ტერიტორიის გაწმენდა - ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, მეტი თავისუფალი საპარკინგე ადგილის უზრუნველსაყოფად, ასევე გეგმავს სატვირთო ავტომობილებისა და კომერციული მიზნით დაპარკინგებული ავტომობილების ცენტრალური უბნებიდან გაყვანას.

"პარკირების ზედამხედველობის სამსახური, პარალელურ რეჟიმში ახორციელებს ტროტუარზე, ავტობუსის გაჩერებაზე, ველობილიკზე, შშმ პირის ტრანსპორტის სადგომზე, პარკირების სხვა დარღვევებსა და ევაკუაციით საჯარიმოზე გადმოყვანილი ავტომობილების მონიტორინგს.

პროექტი ეტაპობრივად მთელი ქალაქის  მასშტაბით  განხორციელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

]]>
Fri, 05 Dec 2025 14:12:55 +0400
<![CDATA[პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა]]> ajaratv.ge/article/160608 https://www.adjaratv.ge/rss საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტამისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს სპეციალისტი მოქალაქეს დაჰპირდა, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 1400 აშშ დოლარის სანაცვლოდ, შესაბამისი პროცედურების გავლის გარეშე ტურისტული ზონის მოწყობის უფლების მიღებაში დაეხმარებოდა.

„ბრალდებული სამართალდამცველებმა მოთხოვნილი თანხის გადაცემის დროს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობის მცდელობა, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

]]>
Fri, 05 Dec 2025 13:28:38 +0400
<![CDATA[BBC-ის საგამოძიებო ფილმი - პოლიტიკური შეფასებები]]> ajaratv.ge/article/160607 https://www.adjaratv.ge/rss BBC-ის მიერ გავრცელებული ე.წ. საგამოძიებო ფილმი კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია.  საპარლამენტო ოპოზიციას მიაჩნია, რომ ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი მასალები საერთაშორისო გამოძიების დაწყების საფუძველს ქმნის.

მმართველ გუნდში კი ბიბისის სიცრუის, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ამისთვის საერთაშორისო მედიას პასუხი მოეთხოვება. 

]]>
Fri, 05 Dec 2025 12:05:53 +0400
<![CDATA[პოლიციამ ბოლო 48 საათის განმავლობაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 75 პირი დააკავა]]> ajaratv.ge/article/160597 https://www.adjaratv.ge/rss ბოლო 48 საათის განმავლობაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 75 პირი, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი სახოკიამ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაცია და რეალიზაციის ხელშეწყობა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავაც ინტენსიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი ღონისძიებების გატარებას. 

სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ერთდროულად კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს.

ბოლო 48 საათის განმავლობაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 75 პირი, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაცია და რეალიზაციის ხელშეწყობა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ - აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სისტემატურად ახდენდა, ისინი რეალიზაციისთვის სხვადასხვა გზებსა და მეთოდებს მიმართავდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „კოკაინი", „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „მდმა“, „მეთადონი“, ,,სუბოტექსი", „ბუპრენორფინი“, „პრეგაბალინი“, „ლირიკა“ და „მარიხუანა".

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისათვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

]]>
Fri, 05 Dec 2025 11:30:01 +0400
<![CDATA[სამშენებლო მასალებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა]]> ajaratv.ge/article/160605 https://www.adjaratv.ge/rss ბათუმში ,,სამშებენლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების“ მე-14 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებაში 80-მდე ადგილობრივი და უცხოური კომპანია  მონაწილეობს.

გამოფენის ფარგლებში, კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა ახალი კონტაქტების მოძიების, ასევე ფორმატით გათვალისწინებულია ორმხრივი შეხვედრები და შესაბამისად გამოცდილების გაზიარება. 

საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგამოფენო კომპანია Expo Batumi.

]]>
Fri, 05 Dec 2025 11:05:54 +0400
<![CDATA[ანზორ ერქომაიშვილის წიგნის პრეზენტაცია]]> ajaratv.ge/article/160599 https://www.adjaratv.ge/rss ბათუმის დრამატულ თეატრში შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ანზორ ერქომაიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნში თავმოყრილია ქართული ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის მრავალწლიანი კვლევები, მას ახლავს 2500-მდე აუდიო ჩანაწერი, რაც ქართული ფოლკლორის ერთგვარ ოქროს ფონდს წარმოადგენს.

შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი ზღვისპირა ქალაქში კიდევ ორ დღეს გაგრძელდება. ფესტივალი ხვალ გრანდიოზული კონცერტით დაიხურება.

]]>
Fri, 05 Dec 2025 10:58:58 +0400
<![CDATA[აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრის მორიგი რაუნდი]]> ajaratv.ge/article/160603 https://www.adjaratv.ge/rss მაიამიში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი.

ცნობისთვის,  მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვსა და აშშ-ის პრეზიდენტის მომლაპარაკებლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის შეხვედრა იყო დაგეგმილი.

სამშაბათს  ისინი  მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.

]]>
Fri, 05 Dec 2025 10:58:55 +0400
<![CDATA[ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა]]> ajaratv.ge/article/160606 https://www.adjaratv.ge/rss პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს ადამიანის უფლებათა  დაცვის კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილავენ. ცვლილების მიხედვით, 2026 წლის 1 მარტიდან უქმდება ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

ამ უწყებების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადავა. დღესვე კომიტეტის წევრები მეორე მოსმენით განიხილავენ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაციის და მხარდაჭერის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებას.

ინიციატივის მიხედვით, შეიქმნება საჯარო იურიდიული პირი, არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის და მხარდაჭერის ცენტრი.

]]>
Fri, 05 Dec 2025 10:45:26 +0400
<![CDATA[მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს]]> ajaratv.ge/article/160596 https://www.adjaratv.ge/rss უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს.

შსს-ს ცნობით, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

„კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე. მათ შორის არიან – ინდოეთის, ირანის, სუდანის, ბანგლადეშის, ნეპალის, ნიგერიის, თურქეთის, თურქმენეთის, ეგვიპტის, ლიბანის, იორდანიის, ჩინეთის, ქუვეითის და რუსეთის მოქალაქეები.

დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალურ საიმიგრაციო კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

]]>
Fri, 05 Dec 2025 10:30:53 +0400
<![CDATA[პოლიციამ დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავა]]> ajaratv.ge/article/160595 https://www.adjaratv.ge/rss საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 1985 წელს დაბადებული კ.კ და 1980 წელს დაბადებული თ.დ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შიდა ქართლის რეგიონში, სხვადასხვა დროს უცხოური კომპანიის ორი საწარმო გაქურდეს, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 600 კილოგრამამდე ფერადი ლითონის შემცველ სადენებსა და მეტალის აგრეგატს.

სამართალდამცველების მიერ, მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაქურდალი ფერადი ლითონი, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მიმღებ პუნქტში ჩააბარეს.

პოლიციამ  უკანონო რეალიზაციის გზით მიღებული 14 000 ლარამდე თანხა და ნაქურდალი სპილენძის დანაწევრებული სადენები, ასევე,  ძვირადღირებული აგრეგატი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, უცხოური კომპანიების საწარმოებს, ჯამში 50 000 ლარამდე ზარალი მიადგათ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც საცავში შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

]]>
Fri, 05 Dec 2025 10:27:06 +0400