რუსეთი ბრიტანეთს აზოველების დასჯას სთხოვს 

30 ივლისი 2022, 14:13 696 ნახვა

ბრიტანეთში რუსეთის საელჩო „აზოვის“ პოლკის დატყვევებული მებრძოლების სიკვდილით დასჯას მოითხოვს, სიკვდილით დასჯის ფორმად კი ჩამოხრჩობას მიუთითებს. შესაბამისი განცხადება ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „აზოვის“ პოლკში ნამდვილი ჯარისკაცები არ არიან და დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ.

ცნობისთვის, გუშინ ელენოვსკის კოლონია დაიბომბა, რის შედეგადაც რუსმა „ბოევიკებმა“ 50 უკრაინელი სამხედრო ტყვის, მათ შორის „აზოვის“ მებრძოლების გარდაცვალების შესახებ განაცხადეს.

რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოწოდებას „აზოვის” მებრძოლების სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით.

ერმაკის შეფასებით, მსგავსი მოწოდებების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ ტერორისტებსა და მხეცებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ვალერი ზალუჟნის განცხადებით უკრაინა რუსეთის ფედერაციის მიერ ყველა მოკლული ან დასახიჩრებული ჯარისკაცის გამო შურს იძიებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში