მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა

01 აგვისტო 2022, 12:00 1194 ნახვა

მომღერალი მამუკა ონაშვილი რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა, ინფორმაცია საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა დაადასტურა. 

მამუკა ონაშვილი 30 ივლისს, ნატახტართან ავარიაში მოყვა, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა, მათ შორის, მამუკა ონაშვილი.

საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

მამუკა ონაშვილი 1967 წლის 1 ივნისს თბილისში დაიბადა.

საესტრადო მოღვაწეობა დაიწყო 1983 წელს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში არსებულ ბიგბენდ „ნიას“ სოლისტად. 1994 წლიდან დაიწყო სოლო კარიერა ქართულ ესტრადაზე. იყო მუსიკალური შოუ პროგრამების წამყვანი საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის I არხზე და აჭარის ტელევიზიაში.

2001 წლიდან დღემდე მონაწილეობდა შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისის“ პროექტ „იუმორინაში“.

გამოშვებული აქვს ორი ალბომი – „მე ისეთი კარგი ვარ“ და „ოცნების ღამე“. გადაღებული აქვს ექვსი მუსიკალური ვიდეოკლიპი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში