შეხვედრა ბიზნესმენებთან

02 აგვისტო 2022, 10:39 730 ნახვა

საქართველოს  და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატები  ბათუმში სახელმწიფო გრანტებით მოსარგებლე ბიზნესმენებთან შეხვედრას მართავენ. შეხვედრა ღია დიალოგის ფორმატში მიმდინარეობს.  მიზანი სახელმწიფო პროგრამების გაცნობასთან  ერთად პრობლემების იდენტიფიცირებაცაა.  

მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ ისაუბრონ იმ გამოწვევებსა და ხარვეზებზე, რომლებიც თან ახლავს სახელმწიფო პროგრამებს.  მათ შორის საუბარია სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამაზე   “აწარმოე საქართველოში”, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია.  

შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, მსგავსი დიალოგი ბიზნსემენებთან სხვა რეგიონებშიც გაიმართება, რაც საბოლოო ჯამში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში