ომის დაწყების თარიღი

08 აგვისტო 2022, 19:17 549 ნახვა

რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. როდის დაიწყო ომი 7 თუ 8 აგვისტოს 14 წლის შემდეგაც საკამათოა. ეს ომი არ დაწყებულა არც 8-ში, არც 7-ში ან 6-ში, ეს ომი დაიწყო 90-იან წლებში და არ დასრულებულა არც 12 აგვისტოს, ეს ომი დღემდე გრძელდება-ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ. მან რეზოლუციაზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ აგვისტოს ომიდან ორ თვეში მოაწერა ხელი.თარიღებზე  საუბარს სამწუხაროს უწოდებს ქვეყნის პრემიერი. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება, წინას მსგავსად, 8 აგვისტოს აღნიშნავს 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში