აშშ უკრაინას დამატებით $1 მილიარდის სამხედრო დახმარებას გადასცემს

09 აგვისტო 2022, 11:45 190 ნახვა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დამატებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო. 

პენტაგონის ინფორმაციით, სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი მოიცავს: დამატებითი საბრძოლო მასალას სარაკეტო საარტილერიო სისტემებისთვის (HIMARS); 155 მმ კალიბრის 75 ათას საარტილერიო ჭურვს; 120 მმ კალიბრის 20 ნაღმტყორცნ სისტემასა და მათთვის 20 ათასი ჭურვს; საბრძოლო მასალებს "NASAMS"-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის; ათას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა "Javelin"-სა და ასობით ტანკსაწინააღმდეგო სისტემა AT4-ს და სხვა.

ცოტა ხნის, წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უკრაინას საბიუჯეტო ხარჯების დასაფარად 4.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს.

გამოყოფილი თანხა უკრაინის მოქალაქეების სოციალურ და ფინანსურ დახმარებას, კერძოდ საავადმყოფოებისა და სკოლებისთვის საჭირო ელექტროენერგიისა და საწვავის ხარჯების ანაზღაურებას და ექიმების, პედაგოგებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების ხელფასების გაცემას მოხმარდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში