2020 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის 1-ელ ივლისამდე რეინფიცირების 138 331 შესაძლო შემთხვევა აღირიცხა

09 აგვისტო 2022, 10:52 525 ნახვა

2020 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის 1-ელ ივლისამდე რეინფიცირების 138 331 შესაძლო შემთხვევა აღირიცხა. ამის შესახებ კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. მათივე მონაცემების თანახმად, 2021 წლის 15 მარტიდან 2022 წლის 1 ივლისამდე, რეინფიცირებულთა შორის 16 868 შემთხვევაში იყო ჰოსპიტალიზაცია საჭირო და მათგან 102 პირი გარდაიცვალა. აღწერილი შემთხვევებიდან გარდაცვლილთა საშუალო ასაკი იყო 69 წელი, მინიმალური ასაკი - 18 წელი, ხოლო მაქსიმალური - 89.

ასევე, 2022 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით, COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა.

ანგარიშის მიხედვით, ყველა ლეტალურ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული. შემთხვევათა 82%- ში დაავადება გართულებული იყო პნევმონიით.

1-ელი ივლისის მდგომარეობით, კორონავირუსით 153 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა. თანახმად, სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ინფიცირებულ ქალებში ლეტალობამ 0.4%, ხოლო კაცებში - 1.4% შეადგინა. ამასთან, აღნიშნულია, რომ სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებები აღინიშნა 53 ლეტალურ შემთხვევაში (34.6%), მათ შორის უმეტეს წილს კარდიოვასკულური დაავადებები შეადგენდა.

გარდაცვლილთა შორის კორონავირუსული დაავადების გართულებებად უმეტეს შემთხვევებში ფიქსირდება სასუნთქი სისტემის დაავადებები. 1-ელი ივლისის მონაცემებით, საქართველოში ჯამურად ჩატარებული იყო 2 903 548 აცრა, საიდანაც 2055 შემთხვევაში იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენა (იშგამი) აღირიცხა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი