წელს ბათუმში სულ 4 საბავშვო ბაღი შევა ექსპლუატაციაში

10 აგვისტო 2022, 12:00 948 ნახვა

მეზღვაურთა ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა გრძელდება. პროექტის ფარგლებში 300-მდე ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი შენობა შენდება.

მოეწყობა ეზო, ახალი სპორტული მოედანი, საპარკინგე სივრცე და დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, რისთვისაც 3 მილიონ 475 ათასი ლარია გათვალისწინებული. მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

წელს ბათუმში სულ 4 საბავშვო ბაღი შევა ექსპლუატაციაში, რისთვისაც ჯამში 9 მილიონ 413 ათას 610 ლარი არის გათვალისწინებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში