ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ახალ სეზონში პირველ ოფიციალურ მატჩს გამართავს

15 აგვისტო 2022, 11:53 1080 ნახვა

დღეს იტალიის "სერია A"-ს პირველ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" გასვლაზე "ვერონას" დაუპირისპირდება.

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, ქართველ შემტევს ლუჩანო სპალეტი დღევანდელ შეხვედრაში ძირითადად შემადგენლობაში დააყენებს. ზოგადად ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კვარაცხელია ნეაპოლელთა მთავარი შენაძენია და "ნაპოლის" ახალ პროექტში საკვანძო როლი ექნება.

"ვერონას" და "ნაპოლის " მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი