დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

16 აგვისტო 2022, 10:19 339 ნახვა

დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვის ფაქტზე  საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები შემდგომი რეალიზაციის მიზნით საცხოვრებელ სახლში  ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს.   

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 28 ათას 556 ლარის ღირებულების 6 ათას 490 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში