აჭარაში იდუმალი სტუმრის მეთოდით მომსახურების ხარისხის კვლევა მიმდინარეობს

16 აგვისტო 2022, 17:15 522 ნახვა

აჭარაში კვების ობიექტების მომსახურების ხარისხის კვლევა მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის დონეს  რეგიონში არსებულ 100 ობიექტში იდუმალი სტუმრის მეთოდით შეაფასებს, -  ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის მიზანი მომსახურების სფეროში არსებული გამოწვევების დადგენა და მათი აღმოფხვრის მიზნით სატრენინგო პროგრამების შემუშავებაა, რაც საბოლოო ჯამში სერვისის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

"იდუმალი სტუმრის კვლევის შედეგები კვების ობიექტების წარმომადგენლებს ინდივიდუალურად მიეწოდებათ, რათა მათ ინფორმაცია ჰქონდეთ არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით და შეძლონ მათი გამოსწორება. თავის მხრივ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი არსებულ მონაცემებს 2023 წლის სატრენინგო პროგრამების დაგეგმვისას გაითვალისწინებს.

ყოველწლიურად,  დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურისტული სექტორის 1000-მდე წარმომადგენლის გადამზადებას უზრუნველყოფს. მათ შორისაა საგანმანათლებლო პროგრამები გიდებისთვის, კვებისა და განთავსების ობიექტების, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების  წარმომადგენლებისთვის", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში