"შავი ზღვის პირატები" 11 წლისაა

17 აგვისტო 2022, 10:03 1439 ნახვა

11  წლის წინ, 2011 წლის 17 აგვისტოს, "დინამო" ბათუმის  ფანკლუბი  "შავი ზღვის პირატები" დაარსდა.

"ერთად დავბრუნდებით უმაღლესში", - ეს "პირატების" პირველი ბანერი იყო. მართლაც, მალევე გუნდი ერთგულ გულშემატკივართან ერთად მაშინდელ უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა.

ამის შემდეგ ფანკლუბის ისტორიაში არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი თუ მოვლენა იყო. გასულ სეზონში კი "დინამო" ბათუმმა ერთგულ ქომაგებს 10 წლის იუბილე ჩემპიონობით მიულოცა.

დასამახსოვრებელია "პირატების" კრეატიული მოზაიკები და ბანერები. გულშემატკივრობასთან ერთად კი ფანკლუბი ყოველი მატჩის დროს გმობს რუსულ აგრესიას და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. მათ სექტორზე ხშირად შეხვდებით ანტისაოკუპაციო ბანერებსაც.

21 აგვისტოს კი  "დინამო" ბათუმი საკუთარ მოედანზე "საბურთალოს" უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში