პრეზიდენტი - ,,ენგურჰესი“ არის ჩვენი ხიდი აფხაზეთთან

17 აგვისტო 2022, 11:55 528 ნახვა

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული ,,ენგურჰესთან“ და სხვა ჰესების მშენებლობასთან“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ,,ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხლის დათვალიერებისას.

ზურაბიშვილის თქმით, ენგურჰესს“  უდიდესი მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ როგორც ნაგებობასა და კაშხალს, ეს არის რეალურად, ჩვენი ნამდვილი ხიდი აფხაზეთთან.  ''ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალი ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტშია შეტანილი.

ვიზიტორებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი