ჭადრაკში ევროპის პირად ჩემპიონატზე 7 ქართველი იასპარეზებს

19 აგვისტო 2022, 15:28 897 ნახვა

ხვალ პრაღაში სტარტს აიღებს რიგით 22-ე ევროპის პირადი ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის. ასპარეზობაზე 7 ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობს.

1.ნანა ძაგნიძე (2531)

2.ლელა ჯავახიშვილი (2476)

3.ნინო ბაციაშვილი (2472)

4.სალომე მელია (2384)

5.ლილე ქორიძე (2081)

6.დიანა ლომაია (1955)

7.ელენე წოწონავა (1858)

ჩემპიონატის პირველი ტური 21 აგვისტოს, დაიწყება, ხოლო ბოლო ტური 31 აგვისტოს გაიმართება. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართება, 27 ქვეყნის 125 მოჭადრაკეს შორის.

ქართველი მოჭადრაკეები ჩემპიონატის უპირობო ფავორიტები არიან, ასპარეზობის რეიტინგ-ლისტის პირველ ოთხეულში ერთბაშად სამი ქართველი მონაწილეა, ხოლო სიის სათავეში ევროპის 2017 წლის ჩემპიონი და 2018 წლის ვერცხლის პრიზიორი ნანა ძაგნიძეა.

ჩემპიონატში მონაწილე ქართველებიდან წარსულში ევროპის ჩემპიონატების პრიზიორები გახლდნენ: სალომე მელია (ვერცხლი-2013;ბრინჯაო-2014) და ნინო ბაციაშვილი (ვერცხლი-2015წ.)

ცოტა ხნის წინ ინდოეთის ქალაქ ჩენაიში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში