ცეკვის საერთაშორისო ჩემპიონატი 

20 აგვისტო 2022, 20:02 729 ნახვა

ქუჩის ცეკვების საერთაშორისო ჩემპიონატს წელს ბათუმი მასპინძლობს. ბულვარის კოლონადებთან 16 საუკეთესო მოცეკვავე ერთმანეთს დაუპირისპირდება. 

გამარჯვებულს  კი ხალხი დღესვე გამოავლენს, რომელსაც საშუალება ექნება მონაწილეობა  Red Bull Dance Your Style-ს მსოფლიო ფინალში მიიღოს. 

ჟიური მაყურებელია, რომელიც  მოცეკვავეს წითელი ან ლურჯი ბარათების აწევით აფასებს და საკუთარ ხმას ასე აფიქსირებს. 

ქუჩის ცეკვების საერთაშორისო ჩემპიონატში საქართველო უკვე მეორედ მონაწილეობს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში