უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ბათუმში

25 აგვისტო 2022, 11:08 426 ნახვა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ბათუმში, ანბანის კოშკთან საოცრებათა მოედანზე გაიმართა. ღონისძიება საქველმოქმედო იყო,  შეგროვებული თანხა მთლიანად უკრაინის დასახმარებლად გადაირიცხა.

საღამო უკრაინის და საქართველოს ჰიმნებით გაიხსნა. შემდეგ კი სცენა ქართველმა და უკრაინელმა შემსრულებლებმა დაიკავეს,შესრულდა უკრაინული და ქართული სიმღერები.

პარალელურად სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე  უკრაინელმა ჯარისკაცებმა, პოლიტიკოსებმა და ხელოვანებმა  ქართველ ხალხს მიმართეს და მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში