ტოჩინოშინის პოზიცია რეიტინგში უცვლელია

29 აგვისტო 2022, 18:27 714 ნახვა

იაპონიის სუმოს ასოციაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. ლევან გორგაძის პოზიცია უცვლელია და ისევ აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირაა.

გასული ბაშო ქართველმა მინიმალური უარყოფითი ბალანსით დაასრულა. ოკოძუნას სტატუსი შეინარჩუნა ტერუნოფუჯიმ. ოძეკები კი ტაკაკეიშო, შოდაი და მიტაკეუმი იქნებიან.

მომდევნო ბაშო 11-25 სექტემბერს გაიმართება და ტოჩინოშინისთვის ეს 98-ე ტურნირი იქნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში