პუტინის ომმა უკრაინაში 382 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა

04 სექტემბერი 2022, 17:11 449 ნახვა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შედეგად, 1122 ბავშვი დაზარალდა. მისი თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე 382 ბავშვი დაიღუპა და 740-ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა წარმატებული კონტრშეტევების შესახებ ისაუბრეს - უკრაინის დამცველების ცნობით, საუბარია საკმაოდ მოულოდნელ შედეგზე დონეცკის ოლქის სოფელ ოზერნეს გათავისუფლების სახით.

პოსტში არის ფოტოც, რომელზეც მითითებულია, რომ უკრაინის დროშა ახლა ისევ ფრიალებს ხერსონის რაიონის სოფელ ვისოკოპილიას თავზე. ოკუპანტებმა ენერგოდარში ჰუმანიტარული ტვირთი არ შეუშვეს. ამის შესახებ ენერგოდარის მერმა დიმიტრი ორლოვმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი არგუმენტი, რომელიც დამპყრობელთა საგუშაგოზე გაისმა იყო ის, რომ „ენერგოდარს არაფერი სჭირდება და ადგილობრივ მოსახლეობას ყველაფერი აქვს".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში