პრეზიდენტის ვეტოს განხილვა

05 სექტემბერი 2022, 19:37 481 ნახვა

ე.წ. მოსმენების კანონი -პარლამენტი ფარულ მოსმენა-მიყურადების თაობაზე მიღებულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს განხილვას იწყებს. „ქართული ოცნების" უმრავლესობა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ იზიარებს და ვეტოს დასაძლევად ემზადება. მოსმენების კანონპროექტსა და ვეტოს დაძლევის საკითხს იურიდიული კომიტეტი განიხილავს, რომელიც ხვალ საშემოდგომო სესიაზე იქნება წარდგენილი. ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციას ვეტოს გამოყენებასთან დაკავშირებით სრულად იზიარებენ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში