"თქვენ ეუბნებით, რომ ძლიერია, გოლი უნდა გაიტანოს, მაგრამ ასე არ არის" - ლუჩანო სპალეტი კვარაცხელიაზე

15 სექტემბერი 2022, 09:12 2756 ნახვა

"ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „რეინჯერსთან“  0-3 გამარჯვეის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

იტალიელი სპეციალისტი კვარაცხელიას მიმართ კრიტიკული იყო.

"თქვენ ამბობთ მასზე, რომ ძლიერია, ძლიერია, ძლიერია, მაგრამ შემდეგ, როცა მეკარესთან ორ მეტრში რჩება, კარში ურტყამს, როდესაც იქვე თავისუფალი თანაგუნდელი ჰყავს. რატომ? იმიტომ, რომ თქვენ ეუბნებით, რომ ძლიერია, გოლი უნდა გაიტანო, მაგრამ ასე არ არის. არჩევანი უნდა გააკეთოს მსგავს მომენტებში, თუ თანაგუნდელი უკეთეს პოზიციაშია, პასი უნდა მისცეს.

ნდომბელეს გოლი ვინ გაიტანა? ანგისამ გაიტანა, სწორედ მისი დამსახურებაა ნდომბელეს გოლი. რა თქმა უნდა, კვარას დღესაც ჰქონდა 2-3 აღმაფრენა და ჯარიმით რომ არ გაეჩერებინათ, კარამდე მივიდოდა, ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ სწორი გამოსავალი უნდა იპოვოს და დაცვათას დაეხმაროს.

დღეს პოლიტანომ 2-3 ჯერ 70-მეტრიანი გარბენი გააკეთა დაცვაში ბურთის დასაბრუნებლად და დაცვის დასახმარებლად, მერე პენალტი დაარტყა, რომელიც ჩვეულებრივი პენალტი არ იყო, სუპერპენალტი იყო, იქიდან გამომდინარე, რაც მანამდე მოხდა და ძალიან კარგად შეასრულა. მატეო შევცვალე იმიტომ, რომ ყვითელი ბარათი ჰქონდა, რადგან, როცა ასეთ თამაშში იგებ, არ შეიძლება მოედანზე დატოვო ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ყვითელი ბარათი აქვს, თუმცა, მას კიდევ შეეძლო თამაში და ბრწყინვალედ ითამაშა. ყველა მოთამაშე განსაკუთრებულია, იმისთვის, რომ ძლიერი გუნდი გავხდეთ. მხოლოდ ერთი ფეხბურთელი თამაშს არ იგებს, თქვენთვის იგებს ერთი მოთამაშე, ჩვენთვის არა. თუ კიმი და რაჰმანი ვერ მოიგებენ დუელებს, მეორე სართულზე ბურთებს, თუ ლობოტკა და ანგისა ვერ გაათამაშებენ ნახევარდაცვაში, კვარაცხელია ბურთს თამაშში ორჯერ შეეხება.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია სხვების მუშაობაც. რა თქმა უნდა, ვისაც აქვს გამორჩეული ხარისხი, ტექნიკა, ატყუებს მეტოქეს და თამაშში შეაქვს ჯანსაღი სიგიჟე, ქმნის განსხვავებას, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანია და ერთი ფეხბურთელი თამაშს ვერ მოიგებს“, - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "რეინჯერსის" წინააღმდეგ პენალტი მოიპოვა, თუმცა პოლიტანომ დაარტყა.  ორი ტურის შემდეგ "ნაპოლი" 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში