ესპანეთი ევრობასკეტის ჩემპიონია

19 სექტემბერი 2022, 10:32 503 ნახვა

ევრობასკეტი 2022-ის გამარჯვებული ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები გახდა. ბერლინში გამართულ ფინალში ესპანელებმა საფრანგეთი 88:76 დაამარცხა და ტიტული ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა.

ფინალის გამორჩეული მოთამაშე ხუანჩო ერნანგომესი იყო, რომელმაც 27 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

მესამე ადგილისთვის მატჩში კი გერმანიამ პოლონეთი 82:69 დაამარცხა.

ევრობასკეტის სიმბოლური ნაკრები: ბრაუნი, ვილი ერნანგომესი (MVP), იანის ანტეტოკუნმპო, რუდი გობერი და დენის შრიოდერი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში