დღეს ''დინამო'' ბათუმის პრეზიდენტი გულშემატკივრების კითხვებს უპასუხებს

22 სექტემბერი 2022, 10:39 353 ნახვა

დღეს ''დინამო'' ბათუმის პრეზიდენტი არჩილ ბერიძე ონლაინ რეჟიმში გულშემატკივრების კითხვებს უპასუხებს. ონლაინ კონფერენცია 20:00 საათზე ''დინამო'' ბათუმის ფეისბუქ გვერდზე დაიწყება.

გულშემატკივარს შეუძლია კითხები კონფერენციამდე ან უშუალოდ კონფერენციის მიმდინარეობის დროს გააგზავნოს და პასუხი კლუბის პრეზიდენტისგან მიიღოს. ეროვნული ლიგის ბოლო 5 ტურში ბათუმელებმა 2 შეხვედრა მოიგეს, 2 წააგეს, ხოლო 1 ფრედ დაასრულეს.

''დინამო'' ბათუმი 27 ტურის შემდეგ 60 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და ''დინამო'' თბილისს 1 ქულით უსწრებს. მომდევნო მატჩს გია გეგუჩაძის გაწვრთნილი კლუბი 2 ოქტომბერს გასვლაზე ბოლნისში ''სიონთა'' გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში