მთა მტირალას ტურისტული განვითარების გეგმის მომზადება 

30 სექტემბერი 2022, 14:49 325 ნახვა

მთა მტირალას ტურისტული განვითარების გეგმის მომზადება აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მომზადდება კონცეფცია და შემუშავდება სამოქმედო გეგმა.   

დაგეგმილია ლოკაციებზე საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტების მომზადება, ტურისტული  ბილიკების მონიშვნა,  საოჯახო სასტუმრო სახლებისა და სოფლის მეურნეობების განვითარების პროექტებზე რეკომენდაციების მომზადება.

მთა მტირალა ქალაქთან ახლოს, 22 კილომეტრზე მდებარეობს, გამოირჩევა უნიკალური მიკროკლიმატით, ხედებით და ბიომრავალფეროვნებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში