ბათუმის მე-7 სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

30 სექტემბერი 2022, 14:56 2045 ნახვა

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ქონიაძე  თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება აჭარის განათლების მინისტრმა მოკვლევის საფუძველზე მიიღო. მაია ხაჯიშვილმა ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ სკოლაში მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა გაგრძელდება. თავად დირექტორი კომენტარს დღეს არ აკეთებს. 

გუშინ სკოლის დერეფანში გამოკრულ სტენდზე, სადაც მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების დროშების გვერდით რუსეთის სახელმწიფო დროშაც იყო განთავსებული,  ერთ-ერთმა მოსწავლემ იგი ჩამოგლიჯა, რაზეც სკოლის ადმინისტრაციამ მის მიმართ დისციპლინარული ზომა მიიღო.  ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სტენდზე თვითაღიარებული აფხაზეთის დროშაც იყო, რაც გახდა დირექტორის განთავისუფლების საფუძველი.

სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით,  სკოლამ ერთ-ერთ სტამბას დაუკვეთა დროშების სტენდის დაბეჭდვა და სავარაუდოდ, აფხაზეთის დროშა შეცდომით აღმოჩნდა სხვა დროშებთან.

ბათუმის მე-7 სკოლაში აცხადებენ, რომ მოსწავლეს სკოლის ინვენტარის დაზიანებისთვის მიეცა შენიშვნა.

რაც შეეხება აფხაზეთის დროშას, მისი ჩამოხსნა  სკოლის ადმინისტრაციის მიერ ამის შემდეგ მოხდა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში