მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი გზა და უსაფრთხოების სტრუქტურები - სტოლტენბერგი

30 სექტემბერი 2022, 20:13 436 ნახვა

ევროპაში ყველა დემოკრატიას უფლება აქვს, ნატოს წევრობაზე განაცხადი შეიტანოს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის მიერ ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადზე კითხვის საპასუხოდ. 

სტოლტენბერგის განცხადებით, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანას აქვს უფლება, შეიტანოს განაცხადი, გადაწყვეტილებას კი, 30 წევრი ქვეყნის კონსენსუსის შედეგად მიიღება.

"ევროპაში ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანას აქვს უფლება, შეიტანოს განაცხადი ნატო-ს წევრობაზე და ნატო პატივს სცემს ამ უფლებას. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება და ეს ვაჩვენეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მადრიდის სამიტზე ალიანსმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი გზა და გადაწყვიტოს, უსაფრთხოების რომელი არქიტექტურის ნაწილი იყოს. წევრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მიიღება 30 წევრი ქვეყნის მიერ კონსენსუსის საფუძველზე. ჩვენი ფოკუსი ახლა არის უკრაინისთვის მყისიერი დახმარება რუსეთის სასტიკი ინტერვენციისგან თავდაცვაში. ეს არის ნატო-ს ალიანსის მთავარი ფოკუსი და ძალსიხმევა ამჟამად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ, უკრაინის ნატო-ში დაჩქარებულად გაწევრიანებაზე განაცხადი შეტანის შესახებ განაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში