"კვარაცხელია განსაკუთრებული ფეხბურთელია" - კარლო ანჩელოტი

03 ოქტომბერი 2022, 14:13 679 ნახვა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ნაპოლის " და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ანჩელოტის სიტყვებს "napoli magazine" ციტირებს.

იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ კავარაცხელია მისთვის სიურპრიზი არ არის, რადაგნ წლების წინ აკვირდებოდა ქართველს და იცის მისი შესაძლებლობები.

"ნაპოლიმ რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი გაიფორმა. "ნაპოლი" არაპროგნოზირებად გუნდად იქცა. მთავარი სიურპრიზი კვარაცხელიაა? ალბათ, მათთვის, ვინც მას არ იცნობდა, მე კი მას ჯერ კიდევ მაშინ ვაკვირდებოდით, როდესაც "ნაპოლიში" ვმუშაობდი. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია”- განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

კარლო ანჩელოტი „ნაპოლის“ 2018-2019 წლებში წვრთნიდა. კვარაცხელიას ანგარიშზე სულ "ნაპოლის" მაისურით 10 მატჩში 5 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტია. მომდევნო შეხვედრას ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგაზე 4 ოქტომბერს ამსტერდამის "აიაქსთან" გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში