საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანს შეხვდა

03 ოქტომბერი 2022, 19:51 657 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანს შეხვდა. მხარეებმა არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ყურადღება დაეთმო საქართველოში ტურიზმის აღდგენის მზარდ დინამიკას და ამ მიმართულებით არსებული სერვისების გაუმჯობესების მნიშვნელობას.

ითქვა, რომ პანდემიამ ოპერატორი კომპანიები არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა.შეხვედრისას აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ახალი ავიახაზებისა და ახალი მარშრუტების სტიმულირება.

პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა მზადაა TAV-თან ერთად აქტიურად იმუშაოს ამ მიმართულებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში